ინფორმაცია სუროგაციის საკითხებზე უცხოური ორგანიზაციებისთვის: გაერთიანებული სამეფოს კანონი სუროგაციის შესახებ
ეს სახელმძღვანელო, რომელიც მომზადებულია კემბრიჯის საოჯახო სამართლის ცენტრთან ერთად, მიზნად ისახავს სუროგაციის საკითხებზე მომუშავე უცხოური ორგანიზაციების ინფორმირებას გაერთიანებული სამეფოს სუროგაციის კანონების შესახებ.
დოკუმენტები
დეტალები
კემბრიჯის საოჯახო სამართლის ცენტრმა, საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისთან (FCDO) თანამშრომლობით მოამზადა წინამდებარე მიმოხილვა გაერთიანებული სამეფოს სუროგაციის კანონების შესახებ სუროგაციის საკითხებზე მომუშავე უცხოური ორგანიზაციებისთვის. მასში აღწერილია ის პროცედურები, რომლებიც მშობლებმა უნდა დაიცვან სუროგატ შვილთან ერთად დაბრუნებისას გაერთიანებულ სამეფოში. ზოგიერთი ინფორმაცია მარტივად გასაგებ ენაზეა წარმოდგენილი. მასში არ არის გათვალისწინებული ცალკეული სუროგაციის შეთანხმების პირობების სპეციფიკური მოთხოვნები.
საზღვარგარეთ სუროგაციასთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაციისთვის იხილეთ საზღვრგარეთ სუროგაციის გზამკვლევი (ინგლისურ ენაზე).
ასევე შეგიძლიათ იხილოთ გზამკვლევი სუროგაციით დაინტერესებული პოტენციური მშობლებისთვის (ინგლისურ ენაზე).
პასუხისმგებლობის უარყოფა
ეს ინფორმაცია წარმოდგენილია კემბრიჯის საოჯახო სამართლის ცენტრის მიერ საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისთან პარტნიორობით, ისე რომ იგი მოსახერხებელი იყოს დაინტერესებული პირებისთვის. მისი უდიდებულესობის მთავრობა, საკონსულოს რომელიმე თანამდებობის პირი და კემბრიჯის საოჯახო სამართლის ცენტრი არ იღებენ პასუხისმგებლობას ინფორმაციის სიზუსტეზე და არც რაიმე დანაკარგზე, ხარჯზე, ზარალზე ან დანახარჯზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მოწოდებული ინფორმაციის გამოყენების შედეგად. იგი არ ცვლის იურიდიულ კონსულტაციას საქმის კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით.
Updates to this page
გამოქვეყნდა 22 ივნისი 2022ბოლოს განახლდა 9 დეკემბერი 2022 + show all updates
-
Added Ukrainian and Georgian translations
-
First published.